ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა - რას წერს სკოლის დირექტორი
1774947180
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, შპს ,,როგია“ (მის. ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქ N7) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
„კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შპს როგიას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია (აღიარების პროცედურა და სავალდებულო აღიარებას დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობები იხილეთ სააგენტოს ვებგვერდზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.