6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
უფლებადამცველი ბაია პატარაია ნეკა დოროყაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი და არა ქმარი, შვილი, ან ვინმე სხვა.
„რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, რომელიც თვლის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს უშედეგოდ. ამის იქით რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება? ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია? ჯიზეზ! სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: როცა გგონიათ, რომ ლამაზ და წარმატებულ, (თუმცა ტლუ) სპორტსმენს უნდა ეთაყვანონ ქალები. ვერ მოგართვით!
ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი (და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი).შეეგუეთ!“ - წერს პატარაია.