სტიქია სამეგრელოში - რა ხდება ადგილზე

სამეგრელო

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ძლიერმა ქარმა 1 100-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, 38 საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.

ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშვო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტრო ენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის.

ხოლო დარჩენილ სოფლებს კი ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღესვე აღუდგება.

მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და მიმდინარეობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

რეგიონში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

სტიქიასთან დაკავშირებით, ზუგდიდში სპეციალური კომისიის სხდომა შეიკრიბა, სადაც სტიქიის შედეგები და დაგეგმილი სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს.