„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
სტიქია ამბროლაურში - უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე სოფელი დაზარალდა.
დაზიანებულია გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოები და ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ნაწილს გადახდილი აქვს სახურავები.
სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლება ჩავიდა. სტიქიის ზონებში მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დილიდან შექმნილია სტიქიის დამთვლელი კომისია და ხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა.