„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1776178546
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც 2 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ისინი მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან.
ამ დროისთვის დადგენილია 2 დაკბენილი პირის ვინაობა, რომლებიც შესაბამის ვაქცინაციას გადიან. პარალელურად, მიმდინარეობს სხვა შესაძლო დაზარალებულების გამოვლენა.
სოფლის რწმუნებულის თქმით, ცოფიანმა ძაღლმა 3 პირი დაკბინა,რაც მისივე თქმით, იმის საფუძველს იძლევა, რომ სოფელსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდეს კარანტინი.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, როზა ჯანაშია "პრაიმტაიმთან" აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ქუჩის ძაღლს ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1776178546
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1776181451