სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს 11:00 საათიდან 11:05 საათამდე და 13:55-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში - ჭოპორტი, საგურამო, მისაქციელი, ბიწმენდი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.