შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, ლევან კბილაშვილის ერთ-ერთ საოცარ შესრულებას გვიზიარებს, სადაც სიმღერას „თბილისო“ მღერის. მელიტა ფურცელაძე წერს, რომ ყოველდღიურად გრძნობს, რომ ლევანი კვლავ მისი ოჯახის გვერდით არის.
„სხვაგან არც საქართველოს მსგავსი ქვეყანაა, არც თბილისის მსგავსი ქალაქი
შენც რომ სულ სხვანაირი ხარ
ყველა დედას მისი შვილი განსაკუთრებული ჰგონია და რასაკვირველია ასეც არის, მაგრამ შენ განსხვავებულად რაღაცნაირი ხარ, ვერ მოვძებნე შესატყვისი სიტყვა, ამის დასტურია შენი ყოველდღიური ჩვენთან ერთად ყოფნა
სიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნები“-ო და ასეა დე
აქ ხარ და სულ ასე იქნები“, – წერს მელიტა ფურცელაძე.