სიცხის დამწევები ბავშვებში და ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილება მშობლებისთვის – პედიატრის მიმართვა

პედიატრი

 სიცხის დამწევები ბავშვებში და ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილება მშობლებისთვის, – აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პედიატრი თეო ტაბატაძე გადაცემაში „დიდი შესვენება“ საუბრობს.

„ბავშვებში ორი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ, ეს არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი. ხანდახან ეს ჯენერიკი ნივთიერებები სხვადასხვა კომერციული სახელწოდებით იყიდება. შესაძლოა რომ ორივე ერთნაირი ჯგუფის დამწევს იყენებდეს პაციენტი და ეს შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი აღმოჩნდეს. ჩემი დიდი თხოვნაა, რომ თუ მიმდინარეობა არის რთული და ეჭვი არის იმ ვირუსზე, რომელიც ახლა არის გავრცელებული, მნიშვნელოვანია რომ რეკომენდაციებისთვის სპეციალისტს დავუკავშირდეთ“, – საუბრობს პედიატრი.