მესტიაში მანქანა მდინარეში გადავარდა

მანქანა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიზში, ავტომობილი, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა, მდინარე ენგურში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლმაც და მგზავრებმაც დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანა. სამივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.