არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა, მოცემულ სიტუაციაში, მსჯავრდებულების ბრალეულობას - ვაჟა თოდუა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებულის პროცესზე

 ვაჟა თოდუა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე, მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს აქვს გასაჩივრებული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აქციებზე დაკავებული 11 პირი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურორის ვაჟა თოდუას განცხადების, ბრალდების მხარე, კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში, არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განაჩენს, შესაბამისად მეორე ინსტანციაში იმავე კვალიფიკაციას დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მსჯავრდებულებს წინმსწრებ პროცესზე წარედგინათ.

"ბრალდების მხარის პირველი ინსტანციის სასამართლოშივე გვქონდა იმის მოლოდინი, რომ რამდენიმე მიმართ დადგებოდა იმ მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი, რაც მათ წარდგენილი ჰქონდათ, თუმცა სასამართლომ მიიღო სხვა გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში, ანუ შეუცვალა კვალიფიკაცია, თუმცა აღნიშნულს ბრალდების მხარე არ ეთანხმება.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლომაც გაითვალისწინა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა, მოცემულ სიტუაციაში, მსჯავრდებულების ბრალეულობას.

ის მუხლი, რაც მათ სასამართლომ საბოლოოდ განუსაზღვრა სასჯელი, აღნიშნულიც ითვალისწინებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ჯგუფური მოქმედება.

რაც შეეხება ძალადობის ხარისხს, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო ეს იმ ხარისხით, რასაც ითვალისწინებს 225-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მოთხოვნა არის, რომ ის კვალიფიკაცია, რაც წარდგენილი იყო წინმსწრების სასამართლოში ის კვალიფიკაცია დაუბრუნდეს საქმეს", - განაცხადა ვაჟა თოდუამ.