შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

29 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.  ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, შალვა ნუცუბიძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით კლდიაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ნინოშვილის, გია ყანჩელის, ჩუბინაშვილის, ფიროსმანის, ფოცხვერაშვილის, გოგი დოლიძის, ჩიტაიას და გია მოსეშვილის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.