შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ნათურა

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 10 ივლისს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, ლაშარის, სანიკიძის, 300 არაგველის და მიმდებარე სოფლებში. 

12:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - სოფელ გლდანში, მამკოდაში, მშრალხევსა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:45 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, ქსოვრისი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, კოსტავას, არსუკიძის, მამულაშვილის, თაყაიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსანი, ქსოვრისი, ძეგვი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.