„შუაღამეა და უცებ მესმის ფანჯრიდან განწირული კივილი, თან გოგოს ხმაა“ - რა შეემთხვა გურამ შეროზიას

guram sherozia

ბლოგერი და "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"ამოვლასლასდი სახლში, გამოვაღე ფანჯარა და წამოვწექი, შუაღამეა… სტამბოლში ვარ, კი იცით.

უცებ მესმის ფანჯრიდან განწირული კივილი, თუ კვნესა. მივვარდი ფანჯარას, არაფერი ჩანს, მიმართულებას ვხვდები. მეთქი დავიკიდებ კაი, მაგრამ არ წყდება, თითქოს იმენნა რაღაცას უშვებიან, ან აძალებენ.

ვაჰ, თან გოგოს ხმაა - გადამეკეტა. სახლში ყველაზე მძიმე - რკინის ჩაიდანი ვიპოვე, დავავლე ხელი, ნუ გასაღებსაც მოვუსინჯე წვერი, რორამე და თავს დამესხან - შიგ თვალში დავუტრიალო.

მომენტში ვერ ვიგებ, კივის თუ კვნესის, იქნებ მოსწონს რაც ხდება? მაგრამ არაა, უნდა დავეხმარო. თან მეშინია, შუაგულ სტამბოლში, ფათიჰის ჩაბნელებულ ქუჩაზე კაი რაინდივით მივაბიჯებ საშველად, ხელში ჩაიდნით და გასაღებით. ხმები ახლოვდება, უკვე ვნერვიულობ, ვიღებ ტელეფონს და ვანათებ ყვირილის ადგილას.

ხმა კიდევ უფრო შემზარავია, გოგო კი არა ბავშვია მგონი - ვუჩქარებ ნაბიჯს და უკვე ცოტა მეც აგონიაში ვარ, ვანათებ და…ორი ატეხილი კატა!!  მორჩა კინო, დავიშალეთ. რავა ყველა ატეხილს მე უნდა გადავეყარო, კატასაც კი",- წერს გურამი.

ასევე ნახეთ: 

20 აგვისტომდე „მაგნიტური დღეებია“ - რა უნდა გააკეთოთ, რომ საფრთხე თავიდან აირიდოთ

„ქორწილში ჩხუბის დროს სიძე დაჭრეს, ნათლობის სუფრიდან ნასვამი ახალგაზრდები მივიდნენ“ - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

„სიყვარული...“ - მარიკა თხელიძის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"ენერგია არ მაქვს... პრეტენზიული მჭამელი გავხდი... რაც არასდროს მაწუხებს, კარგი მუსიკის მოსმენაა" - ნანი ბრეგვაძე