„შეყვარებული ვარ... მიყვარს ყველაზე სიმპათიური ბიჭი“ - ნენე ქურდაძემ გაამხილა, ვისზეა ის შეყვარებული

ნენე ნაფოტა

სოციალურ ქსელებში რამდენიმე გამოკვეთილი წყვილი არსებობს, რომელიც გამომწერებმა გამოარჩიეს და განსაკუთრებულად შეიყვარეს. ერთ-ერთი მათგანი ნენე ქურდაძე და დავით გიორგობიანია. კიწი და ნაფოტა - სწორედ ამ სახელებით იცნობენ მათ ტიკტოკზე. 

ბევრს დღემდე სჯერა, რომ წყვილია და ერთმანეთზე შეყვარებულები არიან, თუმცა, ნენემ ამას წერილი დაუსვა და გადაცემაში „გვაჩვენე შენი ხმა“ ბევრის ინტერესი დააკმაყოფილა.

მთელი საქართველო გვიყურებს და მოდი, სიმართლე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიტყვი - შეყვარებული ვარ, მიყვარს ყველაზე სიმპათიური, ამათზე მაღალი (თიკა ფაცაცია, დავით გიორგობიანი) ბიჭი, გიორგი...  ეს არ არის ნაფოტა... დავითი ჩემი საუკეთესო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორია, მხოლოდ,“ - თქვა მან.

ასევე ნახეთ:

მსგავსება მაკა ასათიანთან და ბევრისთვის საინტერესო პირადი ცხოვრება - ინტერვიუ ნენესთან, იგივე კიწისთან

სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს: „არ დაუშვათ ის შეცდომები, რაც მე დავუშვი...“

„თუ ხშირად გრძნობთ სიცივეს და პარალელურად გბურძგლავთ...“ - მარიამ ციმინტია ოთხ მისტიკურ ფაქტს ასახელებს