მოკლულია ორი ადამიანი ! - მუხრანში მომხდარი დანაშაულის დეტალები
1769269812
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ძალიან დიდი ენერგია მჭირდება, რომ გავაგებინო ადამიანს,
რომ შენს აღსარებას აზრი არ აქვს, თუ სახარებას არ კითხულობ,
თუ არ იცი რა წერია იქ,
აზრი არ აქვს აღსარების თქმას.
და არის მეორე შემთხვევა,
როცა ადამიანები სახარებას კი კითხულობენ, მაგრამ ფორმალური სახე აქვს ამას,
როგორც მაგალითად მამაო ჩვენოს აქვს ფორმალური სახე...
— მამაო ჩვენოს ამბობს და მეზობელი არ უყვარს,
თვლის, რომ ის საყვარელი არ არის,
არადა, მამაო ჩვენო ვალდებულების წინაშე გაყენებს — ყველა გიყვარდეს,
მაშინ, შემოქმედს უთხრა — "მამა", აზრი არ აქვს...
და მამაო ჩვენოც, სხვათა შორის, სახარებისეული ტექსტია.
და არიან ადამიანები, რომლებიც კითხულობენ სახარებას, მაგრამ ყოფით ცხოვრებაში საერთოდ არ იყენებენ,
ადამიანთან ურთიერთობებში საერთოდ ავიწყდებათ სახარება,
— და რას ნიშნავს ეს?!
— ვერ შედიხარ იმ კარებში, რომელშიც უნდა შეხვიდე,
სხვა კარები არ არსებობს — გარდა სახარებისა“.