გიორგი ვოლსკი საია-ს სარჩელზე: ეს განცხადებები, ნეგატიურ პოლიტიკურ ასპექტს უსვამს ხაზს, რომელიც, ამ ერთ დროს ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია - ექსტრემიზმში გადაზრდილი საპროტესტო აქციების წახალისება, თითქოს, უკვე სასამართლოში დაიწყეს განხილვა, რომ ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნების კანონიერება, როდესაც ასეთ "რეალობას" საერთოდ ადგილი არ აქვს

გია ვოლსკი

სკანდალური ვუწოდო, თუ რა ეპითეტი გამოვიყენო მაშინ, როდესაც ვაფასებთ საია-ს მოქმედებას და ზოგადად, განცხადებას, რომ საკითხის არსობრივი განხილვა დაიწყო და ეს არის უშველებელი გამარჯვება, როდესაც არსობრივ განხილვამდე, საჭიროა კონკრეტულად გაარკვიოს ჯერ სასამართლომ, საერთოდ, საია არის თუ არა უფლებამოსილი ამ საკითხებზე თვითონ იდავოს, როდესაც თვითონ არ არის დაზარალებულ პოზიციაში - არის თუ არა ეს დასაშვები, ამას ჩვენ გვეკითხებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჯერ საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კითხვებზე პასუხს, რომლის შემდეგ, საია-ს ექნება საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, განიხილოს თუ არა ორგანიზაციის სარჩელი. "ასევე, სერიოზული საკითხია ისიც, თუ როდის და რა შინაარსის პასუხს გასცემს ხელისუფლება, რომელსაც დაუსვეს საკმაოდ კონკრეტული და საქმიანი შეკითხვები. ხელისუფლების მიერ პასუხის გაცემის შემდეგ, საია-ს ექნება საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს ამ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ამ თემას საერთოდ, არსობრივად განიხილავს თუ არა. ასე რომ, ეს განცხადებები, კიდევ ერთხელ, ამ ძალიან ცუდ, ნეგატიურ პოლიტიკურ ასპექტს უსვამს ხაზს, რომელიც, სამწუხაროდ, ამ, ერთ დროს ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია - ანუ, წახალისება საზოგადოებისა, ამ ექსტრემიზმში გადაზრდილი საპროტესტო აქციებისა, თითქოს, აგერ უკვე სასამართლოში არსობრივად დაიწყეს განხილვა, რომ ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნების კანონიერება, როდესაც ასეთ "რეალობას" საერთოდ ადგილი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს." - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.