„არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ…“ - რას წერს ჯორჯინა
1769106385
ექიმმა ოფთალმოლოგმა დმიტრი დემენტიევმა თვალის დაავადებების მკურნალობის პროცესში ჩაის პაკეტების კომპრესების ეფექტიანობაზე ისაუბრა.
ექიმი საუბრობს მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობაზე, მდგომარეობაზე, რომლის დროსაც ცრემლის სითხე საკმარისად არ გამოიყოფა, რის გამოც ადამიანს შეიძლება განუვითარდეს წვა, ქავილი, ჭრილობის მსგავსი შეგრძნება და თვალის სიწითლე. ოფთალმოლოგმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხალხურ საშუალებებს მიმართავს.
ოფთალმოლოგის თქმით, ზოგი ადამიანი თვალებში გვირილის ნახარშს, ლავანდის ზეთს ან თაფლს იწვეთებს. ექიმი გვირჩევს, ამ საშუალებების გამოყენებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ეს სითხეები არა მხოლოდ არ ამსუბუქებს სიმპტომებს, არამედ შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს და მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.
სპეციალისტმა ჩაის პაკეტების კომპრესების გამოყენებაც გააკრიტიკა. „ჩაის პაკეტები არ დაგეხმარებათ. უცნობია, რა არის ამ პაკეტებში. ამიტომ მან შეიძლება უკურეაქციაც კი გამოიწვიოს“, - განაცხადა დმიტრი დემენტიევმა.