„შენ ისევ ძალიან მაგარ ბიჭად დარჩები ჩემი და ნინის ტანჯულ გულში...“ - მოკლულ პოლიციელს ახლობლები ემშვიდობებიან

ოთო ღვინაშვილი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს, პოლიციის უფროსი ლეიტენანტს, 38 წლის ოთარ ღვინაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან.

„ვაიმე, ოთო, გმირი ხარ! როგორ მენანები! გამძლეობა ნინოს და ბავშვებს!“

„ვიზიარებ ამ საშინელ ტკივილს, ყოველივეს მიმართ, მიმძიმს ყველას გარდაცვალება, მიმძიმს ჩემი ნინის, ამაგის, სიკეთის მთესველის ოთო ღვინაშვილის გარდაცვალება. შენ ძალიან მაგარ ბიჭად დარჩები ჩვენს, ჩემი და ნინის ტანჯულ გულში,  გვიყვარხარ და ვერასდროს მოგიხსენებთ წარსულში, შენ მაგარ ბიჭად დარჩები ისევ“ - წერენ ახლობლები.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.

საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.