1795897646
შეიძლება, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს... - რა სიმპტომებით ვლინდება მუნი და როგორ ვრცელდება
მუნი კანის გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ტკიპა Sarcoptes scabiei იწვევს. პარაზიტი კანში იჭრება, სადაც მრავლდება და იწვევს ძლიერ ქავილსა და გამონაყარს.
დაავადების ძირითადი სიმპტომებია ღამით გაძლიერებული ქავილი, წვრილი წითელი გამონაყარი, პატარა ბუშტუკები და კანზე თხელი, დაკლაკნილი ხაზები - ტკიპის ბილიკები. გამონაყარი ყველაზე ხშირად ჩნდება თითებს შორის, მაჯებზე, იღლიებში, წელისა და ქვემუცლის არეში.
მუნი ძირითადად ვრცელდება კანთან ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტით, ასევე საერთო თეთრეულის, პირსახოცებისა და ტანსაცმლის გამოყენებით.
მნიშვნელოვანია, რომ დაავადება არ არის დაკავშირებული პირად ჰიგიენასთან და შეიძლება, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.
ბავშვებში, განსაკუთრებით ჩვილებში, გამონაყარი შესაძლოა სახეზე, თავის კანზე, ხელისა და ფეხის გულებზეც გაჩნდეს.
მუნზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია დერმატოლოგთან მიმართვა. დროული მკურნალობა, ოჯახის წევრების ერთდროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, ასევე ტანსაცმლისა და თეთრეულის სათანადო დამუშავება ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებისა და ხელახალი დაინფიცირების თავიდან აცილებას.












