რა თანხას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული – ეს ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდია
1781337386
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააჯარიმა.
კომპანიას დაევალა სანქციის სახით დაკისრებული 75 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
დაჯარიმების საფუძველია სს „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასს“ დაფიქსირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.