ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა - პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა
1722068215
2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. შესაბამისი კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.
პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. პროექტის ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, სადაც განმარტავენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.
ასევე წაიკითხეთ: