,,საცოდაობა ტრიალებს, სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა... გლოვობს ბათუმი..." - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

გიორგი პაქსაძე

,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შოთო წერს, ბათუმში, 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 

,,მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე, სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა. გლოვობს ბათუმი 24 წლის გიორგი პაქსაძეს. 

დავმუნჯდი მე... ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს... ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით, ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს, ამას რომ ვწერ? სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია", - წერს შოთო სიხარულიძე.