წყალი 9 საათით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1771959376
„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი“, პატარა გოგონას, კირა მოქიას ამბავს ავრცელებს, რომელიც დაბადებისას 700 გრამს იწონიდა.
კირა ორსულობის 28-ე კვირაზე დაიბადა და 2 თვე ნეონატოლოგიურ განყოფილებაში გაატარა. ჰოსპიტლის ცნობით, კირა უკვე 3 კილოს იწონის და სახლშიც გაწერეს.
„იყო უიმედო დღეები, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, პატარა კირამ და ჩენმა მედიკოსებმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვების ისტორია დაწერეს!“ - წერს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი სოციალურ ქსელში.