ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
1772013188
ოპოზიციამ უნდა სცადოს პოლიტიკური არჩევანის შეთავაზება, რათა ქვეყანაში დემოკრატია აღდგეს, – ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანაში ოპოზიციურ პარტიებს ანადგურებს.
„მინდა, მოვუწოდო საქართველოში ოპოზიციურ ძალებს, მათ უნდა შექმნან საერთო შეთავაზება. მე არ ვსაუბრობ საარჩევნო ალიანსებზე. ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს ანადგურებს. თუმცა, ოპოზიციამ უნდა სცადოს პოლიტიკური არჩევანის შეთავაზება, რათა ქვეყანაში დემოკრატია აღდგეს. ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, რომლის დახმარების ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა სანჩესმა.