საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

mi

ისტორიული წარმატება მალაიზიაში — ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულად დასახელდა!

ქართული სილამაზის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება  მალაიზიაში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა გამარჯვება მოიპოვა.

კონკურსის გრანდიოზული ფინალი 24 ოქტომბერს, მალაიზიის ქალაქ პენანგში გაიმართა.

ღონისძიებაში მსოფლიოს 37 ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,,მე ეს შევძელი! მე გავიმარჯვე! დღეს ჩემი გული სავსეა სიხარულით, სიამაყითა და უსაზღვრო მადლიერებით! კიდევ ერთხელ წარვადგინე ჩემი ხუთჯვრიანი საქართველო მსოფლიოს წინაშე და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ვარ Miss Asia Global 2026! თითოეული ნაბიჯი, თითოეული სირთულე და ცრემლი დღეს ამ ბედნიერებად იქცა.“

✕