საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აზიის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აზიის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

 2025 წლის 12 აგვისტოს, ჩინეთში, პირველად,ოფიციალურად, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირდა აზიის მეცნიერებათა აკადემია (Asian Academy of Sciences), რომლის შტაბ-ბინაც ჰონგ-კონგში მდებარეობს.აღნიშნული აკადემიის წევრად არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

2025 წლის 20-22 ნოემბერს, აზიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და ასოცირებული წევრების პირველი არჩევნები გაიმართა. ეს მოვლენამიზნად ისახავს აზიის ერთიანი აკადემიური და ინტელექტუალური სივრცის (Unified Academic & lntellectual Space of Asia, UAISA) შექმნას. UAISA აზიელი მეცნიერების ინტეგრაციისა და თანამშრომლობისთვის ახალ პარადიგმას წარმოადგენს.

გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 121-მა დელეგატმა: ჩინეთიდან; რუსეთის ფედერაციიდან; ინდოეთიდან; იაპონიიდან; თურქეთიდან; აზერბაიჯანიდან; საქართველოდან; ყაზახეთიდან; ტაჯიკეთიდან; უზბეკეთიდან; ყირგიზეთიდან; პაკისტანიდან, აგრეთვე აზიის მიღმა მდებარე ქვეყნებიდან - ამერიკის შეერთებული შტატებიდან; საფრანგეთიდან; საბერძნეთიდან; მოლდოვადან და ბელარუსიდან.

ასამბლეამ, მიიღო გადაწყვეტილება აკადემიის ხელმძღვანელი სტრუქტურის შემადგენლობის არჩევის შესახებ. ასამბლეის მიერ არჩეულ იქნენ: აკადემიის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და პრეზიდიუმის წევრები.

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტადაირჩიეს ცნობილი ჩინელი და აზერბაიჯანელიმეცნიერი, ჩინეთის უმაღლესი კატეგორიის ეროვნულიტალანტი, აკადემიკოსი, გეოფიზიკის დოქტორი, პროფესორი, „West Lake Friendship Award“-ის ლაურეატი ,ჩინეთის ჟეჟიანის პროვინციის უმაღლესისახელმწიფო ჯილდოს მფლობელი (უცხოელი წევრებისთვის) ელჩინ ხალილოვი. აკადემიის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია როინ მეტრეველი- აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულიაკადემიის პრეზიდენტი.