1778915325
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას აქვეყნებს.
განცხადების მიხედვით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში.
ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.
"წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით.
ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.











