"ახალგაზრდები გვესაუბრებიან, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, ყურადღება და ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მათ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი" - თეკლა თიკანაშვილი

თეკლა თიკანაშვლი

"ჩვენ ვთავაზობთ და ვაცნობთ იმ პროგრამებს და პროექტებს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები" - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, თეკლა თიკანაშვილი საუბრობს.

თეკლა თიკანაშვილი ამბობს, რომ არსებობს სრული მზაობა, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი.

"ახალგაზრდები ძალიან გულწრფელად საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, იქნება ეს განათლების მიმართულებით, დასაქმების, თვითრეალიზების მიმართულებით, გვესაუბრებიან, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, ყურადღება და ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ და ვაცნობთ იმ პროგრამებს და პროექტებს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები," - აცხადებს თეკლა თიკანაშვილი.