სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი გარდაიცვალა

 ზაალ გელაშვილი

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

​ბატონი ზაალ გელაშვილი ღირსეულად და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა სამცხე-ჯავახეთის მხარესა და საქართველოს. მისი პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და საქმისადმი ერთგულება სამუდამოდ დარჩება ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების მეხსიერებაში.

​ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ ბატონი ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ვიზიარებთ ამ უმძიმეს ტკივილს და ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.