„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1785940953
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რაც 4320 ლარად ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 2025 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებაში და ერთ პირს 9 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1785940953
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1785943022
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959