1785875141
ხარაგაულში კაცი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი პირი იმერეთის რეგიონში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.










