მთელი საქართველო დენის გარეშეა დარჩენილი - განახლებული ინფორმაცია
1784841165
იტალიის ქალაქ ნეაპოლში გარდაცვლილ 36 წლის ვანო ელოშვილს საქართველოში 25 ივლისს ჩამოასვენებენ. იმავე დღეს ცხედარს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ვანო ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო. ახალგაზრდა კაცი ბოლო წლების განმავლობაში ნეაპოლში იმყოფებოდა.
ელოშვილის ცხედარი საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ იპოვეს, რაც ის სამსახურში არ გამოცხადდა და თანამშრომლებმა მიაკითხეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.
ახლობლების თქმით, ელოშვილი ზღვის სანაპიროზე მუშაობდა და ვარაუდობენ, რომ ძლიერმა სიცხემ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.
ვანო ელოშვილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებს იტალიაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.