მძიმე ავარია მარნეული–თბილისის გზაზე - ვითარება ადგილზე
1784809114
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
"დღეს დავკითხავთ კიდევ ერთ მოწმეს, რომელიც დაკავშირებულია თაღლითური "ქოლ-ცენტრების" საქმიანობასთან. ის გარკვეულწილად ჩართული იყო ამ საქმიანობაში და, შესაბამისად, მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა - რა თქმა უნდა, ამას გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ვამბობ. ვფიქრობ, ის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას ზეპირსიტყვიერადაც დაადასტურებს სასამართლოს წინაშე და გასცემს კითხვებს პასუხებს. ვინც დასაკითხ პირთა სიაშია და ამ დრომდე სასამართლოში დაკითხული არ არის, ყველასთან მიმართებით მოხდება დაბარება სასამართლოში დაკითხვა, იმ ვადაში, რაც კანონით არის გაწერილი," - აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.