მძიმე ავარია მარნეული–თბილისის გზაზე - ვითარება ადგილზე

ფოტო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული–თბილისის გზაზე.

თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ კოდის მონაკვეთზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

ინციდენტის კადრებს ადგილიდან „რეგიონ News-ი“ ავრცელებს.