ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

ონისე ოქრიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.