საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
საქართველოში ამ დრომდე ელექტროენერგია გათიშულია. დენის გარეშეა დარჩენილი თბილისი და საქართველოს რეგიონები. ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
გათიშულია შუქნიშნები თბილისში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ოკუპირებულ აფხაზეთსაც.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა დაზუსტებისთანავე ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.