საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ლიეტუვურ „ჟალგირისთან“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებული (3:0) შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
„არ მაქვს იმის უფლება, რომ ვთქვა, უკმაყოფილო ვარ – ბიჭებმა ფანტასტიკური თამაში ჩაატარეს, დღეს მესამე ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით.
წინ მეორე მატჩია, ვილნიუსში კი ხელოვნური საფარია, თუმცა ეს კარგი ხარისხის მოედანია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უბრალოდ, კიდევ შეგვეძლო გატანა, მეტოქემ კი სახიფათო მომენტები შექმნა. ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია.
სამწუხაროდ, მეტის გატანა მეორე ტაიმში ვერ შევძელით, მაგრამ კარგია, რომ თავადაც არ გავუშვით. მიხარია, რომ ლეგიონერები შედეგის დაფიქსირებაში გვეხმარებიან.
კმაყოფილი ვარ თორნიკე კვარაცხელიათი, რადგან პირველივე მატჩში აჩვენა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჯერ 16 წლის არის, ბევრს შრომობს. ჯერ არაა მზად, რომ 90 წუთი ითამაშოს. დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ყველანაირი ტალანტი აქვს და მიმაჩნია, რომ ხვიჩაზე ნაკლები არაა“.
„დინამო თბილისი“ ლიეტუვის გუნდს ვილნიუსში 30 ივლისს ესტუმრება და კონფერენსლიგის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრას სოლიდური უპირატესობით გამართავს.