გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც, რუსი მიტროპოლიტის ზელენსკისადმი მიმართვას ეხმაურება:
,,რუსი მიტროპოლიტის მიმართვა მოვისმინე უკრაინის პრეზიდენტისადმი…
თურმე ღმერთი არ აპატიებს ზელენსკის და მის ოჯახს პეჩორის ლავრის გარშემო ატეხილ ამბავს…
ძალიან საინტერესოა, იგივე მიტროპოლიტი როგორ ფიქრობს, აპატიებს ღმერთი რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოწყობილ უღმერთობას?!
ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყრას, წამებას, გაუპატიურებას, ეკლესიების წაბილწვას…
თუ რუსი მიტროპოლიტის აზრით ღმერთიც რუსულად მსჯელობს და ღვთის სამართალი შერჩევითია?!", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.