,,ძლიერი და შემდგარი ადამიანი არა, სუსტი და კომპლექსებით სავსე ძალადობს სხვაზე!" - მამა პეტრე

მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ძალადობის თემას ეხმაურება და წერს, რომ ყოველთვის, სხვებზე ძალადობს სუსტი და კომპლექსებით სავსე ადამიანი და არა, ძლიერი და შემდგარი.

,,არ მიკვირს ძალადობა, არა…
ჩვენი ქვეყანა აგრესორებს უფრო ედგა გვერდით, ვიდრე მსხვერპლს…
ხშირად მსმენია, ღირსი იყო და იმიტომ სცემეს, ღირსი იყო და იმიტომ გააგდეს, ღირსი იყო და იმიტომ მოკლეს…
ტაბურეტკების, ხელკეტების და ქვების სროლის ქვეყანაში რატომ უნდა გაგიკვირდეს რაიმე ფორმის ძალადობა?!
მაგრამ ამასთან შეგუება, გაჩუმება და ჯერ კიდევ საკმარისი პროტესტის არქონა - გასაკვირია…
ყველამ იცოდეს, ძლიერი და შემდგარი ადამიანი არა, სუსტი და კომპლექსებით სავსე ძალადობს სხვაზე!..", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.