„საფრთხე სუნელებში" - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საზოგადოებას აფრთხილებს

ირაკლი არაბული

რა საფრთხე იმალება ასაწონ სუნელებში? – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული მოსახლეობას აფრთხილებს. 

„თუ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ქუჩაში ნაყიდ ასაწონ სუნელებზე, რომელიც მრავლადაა განთავსებული სხვადასხვა ადგილებში, ჩვენ ამით საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ჯანმრთელობას! საფრთხე, რომელიც შეიძლება არსებობდეს სუნელებში: გარდა იმისა, რომ რეალიზაციის დროს ღია მდგომარეობაში სუნელები, შესაძლოა, დაბინძურებული იყოს მტვრით, სხვა და სხვა ნაწილაკებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის მწარმოებელი, იმპორტიორი, როდემდე აქვს შენახვის ვადა და ასე შემდეგ“, – ამბობს ირაკლი არაბული.