„ყველასათვის საყვარელი ლევანი და მზეო... ოთხი ბავშვი დაობლდა...“ - სვანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-ქმარს გლოვობენ

მზეო და ლევანი

მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.

ლევანი ანსიანი და მზეო უმფრიანი ავტომობილით მდინარე ნენსკრაში გადაცვივდნენ. წყვილს 4 შვილი დარჩა.

დაღუპულებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

„კიდევ ორი სიცოცხლე შეიწირა ჭუბერის გზამ და მდინარემ…  ყველასათვის საყვარელი ლევანი და მზეო, რომელიც სახელს ამართლებდა და ათბობდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს“.

„ტრაგედია, რომელიც არანაირ სამართალსა და ლოგიკაში არ ჯდება... ასეთი ტკბილი ადამიანები, ასე უდროოდ, ასეთი პირობებში რატომ უნდა იღუპებოდნენ??!! ნათელში განისვენეთ“.

„არ ვიცით, რით უნდა ვანუგეშოთ თქვენი ოჯახი და შვილები, სიტყვებმა ძალა დაკარგეს“.

„უდროოდ შეწყვეტილი ბედნიერი სულები და ობლად დარჩენილი ოთხი პატარა“,

„ჩემო უთბილესო გოგო, ეს რა დაგემართათ. როგორი საყვარელი იყავი მზეო...“,

ოთხი პატარა ბავშვი დაობლდა, ყველაზე პატარა 3 წლისაა. ტირის მთელი მესტია.

„ძნელია სიტყვების პოვნა ამ ტკივილის გამოსახატავად... ისინი იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში სიკეთე, სითბო, სიყვარული და ერთგულება... ნათელში იყოს თქვენი სული მზეო ... ლევან... სამუდამოდ გვემახსოვრებით...“, - წერენ სოციალურ ქსელში.