„მექანიკურად განცალკევებული ხორცი აწერია სოსისებს - ეს არის ქათმის ნარჩენები - ძვლები, კანი და ა.შ. მომხმარებელმა უნდა იცოდეს...“ - ირაკლი არაბული

ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რატომ აწერია ზოგიერთ ნახევარ ფაბრიკატს შეფუთვაზე, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცისგან შედგება და რას ნიშნავს ეს.

„მექანიკურად განცალკევებული ხორცი ბევრ პროდუქტში გვხვდება. გვგონია, რომ ხორცი გამოაცალკევეს, მაგრამ ეს არის ქათამი, რომელსაც ღირებული ნაწილები: ფრთა, ბარკალი, ფილე მოსცილდა და დარჩა ძვლები, კანი, ნარჩენები. ეს გადამუშავდება. მიიღება პასტისებური მასა და ესაა მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელსაც ბევრ პროდუქტში ვხვდებით. აკრძალული არ არის არც საქართველოში, არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. 

უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც შეიძენს და მიირთმევს, ის რა ინგრედიენტებით არის შექმნილი. ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ნატრიუმის ნიტრიტი სწორედ ამაში ეხმარება პროდუქტს, რომ რაიმე ბაქტერია არ გამრავლდეს და ფერი შეინარჩუნოს.

ეს ნაგეცის უმეტესობის შემადგენლობაშიც არის და ზოგიერთი ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაშიც“, - ამბობს არაბული.

ვრცლად ↓