რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა

რუსთავის მერია

რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში, რუსთავის მე-5 და მე-2 სკოლის გუნდებმა მოიგეს.

ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.