როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

 ამინდი

 27 მარტს ქუთაისში მზე გამოანათებს, იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, დღისით +14 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექთან ერთად მზე იქნება სოხუმშიც, +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მცირე ნალექი იქნება, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან და თან წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ახალციხეშიც, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 7, ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება.

ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +10 იქნება დღისით, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იქნება მზიანი დღე, თუმცა მოსალოდნელია წვიმაც, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით 4 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 7 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს რუსთავში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება