როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 ამინდი

 3 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +30, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

სოხუმში იწვიმებს, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს. დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +22 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია მზიანი დღე. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.