როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

amindi

 25 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი ამინდია, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება ბორჯომშიც, სადაც +24 დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. იწვიმებს ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში დღის განმავლობაში 15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.