როგორი ამინდი იქნება მთელი აგვისტოს განმავლობაში

ამინდი

კლიმატური მონაცემებით ივლისთან შედარებით აგვისტოს საშუალო ტემპერატურა საქართველოში მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის. ამ თვის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +24, +26°C-ს შეადგენს, ქართლის ვაკეზე +23, +26°C-ის, კახეთში კი +24, +25°C-ის ფარგლებშია; ქვეყნის მთიან რაიონებში +20, +25°C-ს, ხოლო მაღალმთიან ზონაში +17, +19°C -ს შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +24, +26°C და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +26°C–ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +20, +250C-ია, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +18, +19°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +14, +17°C -ს შეადგენს.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +34, +42°C, ხოლო ქართლსა და კახეთში +38, +44°C-ს აღწევს; ქვეყნის მთიან რაიონებში +37, +42°C-ის ფარგლებშია, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში +34, +40°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში +29, +35°C -ს აღწევს.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +20, +21°C, ქართლსა და კახეთში+14, +20°C, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +15, +180C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +14 +15°C-ს შეადგენს; დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +11, +14°C-ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთის მაღალმთიან ზონაში +9, +11°C-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +10, +15°C-ის, ხოლო ქართლსა და კახეთში +7, +11°C-ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +6, +10°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +2, +8°C-ს შეადგენს. ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა +7°C-დან  -1°C -მდე იკლებს.

წაყინვები ამ თვეში მაღალმთიან ზოლში იშვიათად აღინიშნება, ისიც ცალკეულ წლებში.

ყველაზე მეტი ნალექი აგვისტოში მოდის  შავი ზღვის  სანაპირო ზოლში, რაც  240-260 მმ-ს შეადგენს, ხოლო  კოლხეთის დაბლობზე თვეში მოსული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 60-150 მმ-ს შორის მერყეობს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 50-80მმ-ს შორის მერყეობს. აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლის ვაკესა და კახეთის რეგიონში აგვისტოს თვეში მოსული ნალექების რაოდენობა 40-70 მმ-ის  ხოლო მთასა და მაღალმთაში 40-90 მმ-ის ფარგლებშია.

ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 7-11 დღემდე, ხოლო  აღმოსავლეთში  5-დან 8 დღემდე მერყეობს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლში საშუალოდ 150-260 მმ-ია, კოლხეთის დაბლობზე  80-130 მმ,  ქვემო ქართლში 35-60 მმ,  შიდა ქართლში  45-80 მმ, კახეთში 80-200 მმ-ია. საქართველოს მთიან ზონაში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 30–70მმ-ს, ხოლო მაღალმთაში 30-100 მმ-ს შორის მერყეობს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 90-670 მმ-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 90-400 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, მშრალ წლებში კი დასავლეთ საქართველოში 0-50მმ-ს ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოში 0-90მმ-ს შეიძლება არ აღემატებოდეს.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32, +35°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +27, +28°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1–2°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +20, +17°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +37, +40°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +24, +25°C, მაღალმთიან რაიონებში  +19, +200,  რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +16, +13°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +13, +10°-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში  +34, +37°- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +29, +32°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1–2°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება  ღამით +20, +17°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +37,+40°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +19, +16°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +20, +23°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და 1°C-ით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +14, +11°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +10, +7°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +34,+37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.