ცნობილია დაღუპულების ვინაობა - ახალი დეტალები იტალიაში მომხდარი ტრაგედიიდან

ავარია იტალიაში

იტალიაში, რიეტი-ტერნის გზატკეცილზე, ლაციოსა და უმბრიას რეგიონების საზღვართან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 34 დაშავდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მარმორეს ჩანჩქერის მიმართულებით გადაჰყავდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ფურგონს შეეჯახა. ავარიაში ასევე სამი მსუბუქი ავტომობილიც მონაწილეობდა.

დაღუპულთა შორის არიან ავტობუსის ორი მძღოლი და ორი მგზავრი. ცნობილია, რომ ავტობუსში შემთხვევის დროს სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა. კიდევ ორი დაღუპული ფურგონში მგზავრობდა. ისინი ტურისტები იყვნენ, რომლებიც ტერნის რაიონიდან ბრუნდებოდნენ.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ხოლო უვნებლად გადარჩენილებს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ.

შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეს ტერნის საგზაო პოლიცია რიეტის საგზაო პოლიციის მხარდაჭერით იძიებს.

გარდაცვლილები არიან:  68 წლის ჯამპიერო კოლასანტი ქალაქ ნარნიდან. ის მართავდა ფურგონს, რომელიც ავტობუსს შეეჯახა.
დანიელა ბელანკა ფურგონის მძღოლის მეუღლე.

49 წლის ფედერიკო რომუალდი - ტურისტული ავტობუსის მძღოლი.

ტურისტები: პაოლო კოსჩი, გრაციელა ბალდინი და სტეფანია ლაურენცი.