როგორ შევიძინოთ მეორადი ავტომობილი მარტივად და სწრაფად Tegeta Approved-ზე?

თეგეტა

მეორადი ავტომობილის შეძენა ბევრ წვრილმან საკითხთანაა დაკავშირებული. გიწევს, გაითვალისწინო უამრავი დეტალი, რაც ძალიან დამღლელია და ხანდახან უსიამოვნოც კი.  მთავარი მოთხოვნა, რაც მეორადი მანქანების შეძენისას იჩენს ხოლმე თავს, არის სანდოობა და უსაფრთხოება.

თითოეულ მომხმარებელს სურს გარანტირებული უსაფრთხოება, რათა თავიდან აირიდოს გაუთვალისწინებელი ხარჯები და სხვა უსიამოვნებები. ასევე მეორადი ავტომობილი უნდა იყოს მაღალი ხარიხის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომხმარებელმა გადახდილი თანხის სარფიანად ინვესტირება უნდა მოახერხოს. მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვა საკმაოდ დიდ რესურსსა და დაკვირვებას მოითხოვს როგორც მყიდველის ისე, გამყიდველის მხრიდან.

იმის მიუხედავად, წინასწარ ვფლობთ თუ არა საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას სასურველ მეორად ავტომობილზე, მაინც შეიძლება გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მომავალში შეიძლება დიდ პრობლემად გვექცეს. მანქანის ყიდვის შემდგომ მოგვიწიოს  ტექნიკური შემოწმება ან ხელოსანთან ხშირი ვიზიტი, რაც, ბუნებრივია, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ყიდვამდე აუცილებელია გადავამოწმოთ ყველა დეტალი, უსაფრთხოებისთვის საჭირო ნებისმიერი ასპექტი.

თუ ამჯერად მყიდველის როლში ვართ და მეორადი ავტომობილის შეძენას ვგეგმავთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • შევარჩიოთ სანდო „სელერი“ - რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის გასაყიდ მეორად ავტომობილებზე, ექნება დადებითი გამოხმაურება და მაღალი შეფასებები.
  • გავითვალისწინოთ ავტომობილის ისტორია - სასურველია ვიცოდეთ, ჩვენამდე რა გზა გაიარა ავტომობილმა, რა დეტალები და ტექნიკური ცვლილებები განიცადა და რამდენად კომფორტული და უსაფრთხოა ამჟამად ჩვენთვის.
  • მივიღოთ გარანტია მეორადი ავტომობილების შეძენისას. რამდენ ხანს შეძლებს არსებული ავტომობილი შეფერხების გარეშე გადაადგილებას? ხომ არ დასჭირდება ტექნიკური ინსპექტირება? ნაწილების ჩანაცვლება, ხელოსანთან ვიზიტი და სხვა.
  • განვსაზღვროთ ღირებულება - გარდა ზემო ხსენებულებისა, ხანდახან გადამწყვეტია ფასიც. საუკეთესო შემთხვევაში ღირებულება ხარისხის ტოლფასია, თუმცა როცა მეორად ავტომობილს იძენ, გარკვეულწილად ეს ბალანსი ირღვევა. შესაძლოა შემოგვთავაზონ ხელსაყრელი ან დაბალი ფასი, თუმცა ავტომობილმა მოლოდინი ვერ გაამართლოს. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია თანხის სარფიანი ინვესტირება შედარებით მეტი დანახარჯის ფასად.

მეორადი ავტომობილების შეძენის საკითხი ადგილობრივ ბაზარზე რთული და დამღლელი პროცესია. მეორადი მანქანები საქართველოში რამდენიმე გზით შეგვიძლია შევიძინოთ - ფიზიკური პირებისგან ან კერძო კომპანიებისგან. ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები, მაგალითად, ფიზიკურმა პირმა შესაძლოა ვერ მოგვცეს საჭირო გარანტია ავტომობილის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, არ მოგვაწოდოს ავტომობილის ისტორია და სხვა. მეორე მხრივ, კერძო კომპანია შესაძლოა ვერ გვთავაზობდეს ხელსაყრელ  ფასს, მომსახურებასა და გარანტიას.

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე არსებობს კომპანია Tegeta Approved, რომელიც სანდოობას, ხარისხს, კვალიფიკაციასა და გარანტიას აერთიანებს. ესაა პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი და მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის სიმარტივეს.

Tegeta approved მომხმარებელს  სთავაზობს მაღალი ხარისხის, სრულყოფილად შემოწმებულ ახალ და მეორად ავტომობილებს, 1-იდან 5 წლამდე გარანტიითა და შეძენის გამარტივებული პროცედურებით.

Tegeta Approved-ზე განთავსებული ახალი თუ მეორადი ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, შემოწმებულია „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, შეფასებულია 135-პუნქტიანი სისტემით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოჰყვება გარანტია, რომელიც მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 წლამდე მერყეობს. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული თითოეული ავტომობილი  სუფთა ისტორიის მქონეა, ავტომობილთა ასაკი არ აღემატება 7 წელს, აღსანიშნავია ავტომობილების გარბენიც, რომელიც 160 000 კმ-ს არ აჭარბებს.

სასურველი ახალი და მეორადი ავტომობილი უმარტივესად შეგიძლიათ შეიძინოთ Tegeta Approved-ზე. საჭიროა ესტუმროთ საიტს, დაათვალიეროთ  ავტომობილები, აირჩიოთ მოდელი და გააკეთოთ შეძენის მოთხოვნა. ან თავად გამოცადოთ, ჩაეწეროთ ტესტდრაივზე, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. გარდა ამ სერვისებისა, Tegeta Approved მომხმარებელს მანქანის გაყიდვას ან გადაცვლასაც სთავაზობს.