1774555363
როდის გამოიდარებს საქართველოში - მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი
მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ „პრაიმტაიმთან“ მეტეოროლოგი თამარ პაპაშვილი საუბრობს.
„მომდევნო კვირაში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის მთიან და მაღალმთიან ზონაში.
ჰაერის ტემპერატურა, მართალია, მოიმატებს, თუმცა მიმდინარე კვირასთან შედარებით, გარკვეულ დღეებში უფრო მაღალი იქნება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა 25 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 22 გრადუსამდე დათბეს.
მიუხედავად ამისა, კვლავ მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი დღეები. ასევე, 30-31 მარტს და 3-4 აპრილს შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც,“ – აღნიშნა თამარ პაპაშვილმა.












